weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედალი მოიპოვეს

10:14 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის MPF-დივიზიონის (Military, Police, Fire) 125 კგ წონით კატეგორიაში, წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. წოლჭიმში მან მაქსიმალური - 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში 265 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმაც 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და უმაღლესი სინჯის მედლები ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერი სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში მიიღო.

ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 18 ქვეყნის 415 სპორტსმენმა, მათ შორის 9 ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]