ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა.
„თელავმა“ აღნიშნული გამარჯვებით 7 ქულა მოაგროვა და ხუთი ტურის შემდეგ ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.
მორიგი ტურის მატჩს „თელავი“ 13 აპრილს გამართავს და შინ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლებს.