weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

მასპინძელთა დომინირება ევროპა ლიგაზე

10:57 პარასკევი, 06 აპრილი 2018

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ევროპა ლიგაზეც გაიმართა. ოთხივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ლონდონის „არსენალმა” შინ მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“-ს უმასპინძლა და ყველაფერი პირველივე ტაიმში მოამთავრა. აარონ რემსიმ და ალექსანდრ ლაკაზეტმა დუბლები შეასრულეს, სტუმარ მოსკოველთა მხრიდან კი ალექსანდრ გოლოვინმა გამოიჩინა თავი საჯარიმო დარტყმით. მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

მადრიდის „ატლეტიკომ“ საკუთარ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ლისაბონის „სპორტინგი“ 2:0 დაამარცხა, თუმცა თამაშიდან გამომდინარე ანგარიში მთლად ლოგიკური და სამართლიანი არ ყოფილა, რადგან პორტუგალიურმა კლუბმა საკმაოდ კარგად ითამაშა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა და ორივე გაშვებული ბურთი პრაქტიკულად თავად მოიგონა, მაგრამ ალბათ სწორედ ესაა კლასი და განსხვავება „სპორტინგსა“ და დიეგო სიმეონეს გუნდს შორის.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“, სადაც შეკრებილმა პუბლიკამ სასიამოვნო და კარგი საყურებელი თამაში იხილა, რომელიც საბოლოოდ „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა. „ზალცბურგმა“ რომაელებთან მატჩში ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ „ბიანკოჩელესტემ“ 4:2 მოიგო.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

„ლაიპციგმა“ მარსელის „ოლიმპიკს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მინიმალური სხვაობით მასპინძელმა გერმანელებმა იმარჯვეს. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გავიდა და იგი ტიმო ვერნერის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]