weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის მედლებს ჟანგი გაუჩნდა

12:02 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ასზე მეტმა პრიზიორმა სპორტსმენმა რიო დე ჟანეიროში მოპოვებული მედალი საორგანიზაციო კომიტეტს დაუბრუნა იმის გამო, რომ მედლებს ჟანგი მოეკიდა და შავი ლაქები გაუჩნდა.

„ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მედლებს ცივ ადგილას ინახავდნენ, რამაც დააზიანა ლითონის ლაკის საფარი და ამ ადგილებში ჟანგი გაჩნდა. ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ ესაა პრობლემის მიზეზი“, - განაცხადა რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა მარიო ანდრადამ.

უკვე ცნობილია, რომ ბრაზილიის მონეტების სახლი აღმოჩენილ დეფექტებს აღმოფხვრის და ამის შემდეგ მედლებს, რომელთა უმრავლესობა ბრინჯაოსია, მფლობელებს დაუბრუნებს.

2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სამივე სინჯის სულ 2488 მედალი დამზადდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების შემცველობაში 30 პროცენტი გადამუშავებული მეტალია.

რიოს ოლიმპიადის ქართველ ოლიმპიურ პრიზიორებს მედლებთან დაკავშირებით სეოკ-ისთვის არ მიუმართავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]