სავარაუდოდ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ UFC 223-ის პრესკონფერენციის შემდეგ ხაბიბ ნურმაგომედოვმა მაკგრეგორის თანაგუნდელ არტიომ ლობოვს სილა გააწნა. მაკგრეგორი თავდასხმისას სწორედ ლობოვთან ერთად იმყოფებოდა.
მაკგრეგორს სასამართლოს წინაშე მოუწევს თავის მართლება იმ ქმედებების გამო, რაც UFC 223-ის მებრძოლების წინააღმდეგ ჩაიდინა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ იღებს სპორტსმენი მეტალის დიდ საგანს და როგორ ცდილობს ავტობუსისკენ წაღებას. ნასროლი სკამებისა და ნაგვის ურნების გამო, ავტობუსი დაზიანდა და ტრავმა მიიღო რამდენიმე მებრძოლმა, რომელიც შიგნით იმყოფებოდა.