weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა ძიუდოისტებმა ანტალიის გრან-პრის პირველ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედალი აიღეს

12:35 შაბათი, 07 აპრილი 2018

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებულ გრან-პრიზე ჩინებული სტარტი აიღო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობითაა წარდგენილი.

შეჯიბრის პირველ დღეს ვაჟთა შორის მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა და ქართველებმა ორივე ფინალურ ორთაბრძოლაში იასპარეზეს. 66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა არავის დაუთმო 19 წლის ბაგრატ ნინიაშვილმა, 60-ში კი - მისივე თანატოლმა ჯაბა პაპინაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნინიაშვილმა ანტალიაში 5 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველმა ძიუდოკამ კუბელ ოსნიელ სოლისს ვაზარით სძლია, შემდეგ კი ყველა შერკინებაში იპონებით იმარჯვა: ირანელ ალირეზა ხოჯასთეჰთან, ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან, თურქ სინან სანდალთან და მოლდოველ დენის ვიერუსთან.

ჯაბა პაპინაშვილმა საწყის ორთაბრძოლაში 3 შიდო ააღებინა სლოვენიელ მატიაჟ ტროვიჩს, შემდეგ კი რუს იაგო აბულაძესთან, ამერიკელ ადონის დიაზთანა და მონღოლ ამარბოლდ ჯაგვარალდორჯთან იპონებით მოიგო. ფინალში იგი რუს ალბერტ ოგუზოვს დაუპირისპირდა და იპონზე თავად დავარდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]