weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თელავის „იმედი“ ხელბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:28 ორშაბათი, 22 მაისი 2017

ხელბურთში საქართველოს 2017 წლის ჩემპიონი თელავის „იმედი“ გახდა, რომელმაც ფინალში „სტუ-ქარიშხალა“ ანგარიშით 25:23 დაამარცხა.

თელავის ჩემპიონობა სენსაციურიცაა: „იმედი“ მთელი სეზონი მეოთხე ადგილს ეცილებოდა თბილისის „პეგასს“, ლიდერთა სამეულთან კი რვავე მატჩი წაგებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო სამ თამაშში სამივეს მიყოლებით მოუგო. „იმედმა“ ნახევარფინალის საგზური უკანასკნელ ტურში „ქუთაისთან“ ბოლო 4 წუთში სასწაულად შემობრუნებული მატჩის შემდეგ მოიპოვა ( 29:28), შემდეგ წინა წლის ჩემპიონ „ბათუმთან“ (23:21) მოიგო, ხოლო ფინალში საქართველოს 22-გზის ჩემპიონი „სტუ-ქარიშხალაც“ დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში კი ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ „ქუთაისს“ 40:31 სძლია.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. უმაღლესი ლიგა

20 მაისი, ფინალი

იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა 25:23

იმედი: ცინცაძე, ხარაიშვილი - მიქავა 7, აბჟანდაძე 6, გიორგაძე 5, ბაინაზიშვილი 4, ყორიაული 1, ვალიევი 1, გ. იობაშვილი 1, ცისკარიშვილი, აბაშიძე, ბაჯალაძე, დოლმაზაშვილი, ზ. იობაშვილი - (მათ გარდა ჩემპიონატში თამაშობდნენ ლორია, მაისაშვილი, ცხვარაშვილი, ნარსია, კორსანტია, გოგუა, ერისთავი, გოდელაშვილი).

სტუ-ქარიშხალა: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - არსენაშვილი 6, სტურუა 5, მამულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, გ. ფერაძე 2, ოსიყმაშვილი 2, ბულბულაშვილი 1, მ. კობახიძე, ზ. ფერაძე - მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვილი, კეკელიძე

მსაჯები: სერგეი კულიკი და დმიტრი ნაბოკოვი (ბელარუსი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]