weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანადაში ავარიის შედეგად ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის 14 წევრი დაიღუპა

16:15 შაბათი, 07 აპრილი 2018

კანადაში ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული გუნდის ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 14 სპორტსმენი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, დაღუპულები 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტობუსის მძღოლიც.

როგორც „ბი ბი სი“ იტყობინება, ჰოკეისტთა გუნდი Humboldt Broncos-ი მატჩის ჩასატარებლად მიდიოდა, რა დროსაც სასკაჩევანის პროვინციაში ავარია მოუხდათ. ამ დროს ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდარს „ტვიტერით“ გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, რომელმაც გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რას განიცდიან ახლა მშობლები. ჩემი ყველა აზრი და განცდა ეკუთვნით მათ, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“, – წერს ჯასტინ ტრიუდო.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ: „საქართველოს პარლამენტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხს“, – ნათქვამია კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]