ბავარიული გრანდი ზედიზედ მეექვსედ, სულ კი 28-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„ბაიერნის“ მხცოვანმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მწვრთნელის რანგში მეოთხედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. იგი ბავარიულ კლუბთან ერთად ჩემპიონი აქამდე 1989, 1990 და 2013 წლებში გახდა.
ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის „ბაიერნი“ 72 ქულით უდგას სათავეში, მეორე ადგილზე მყოფი „შალკე 04“ კი მას 20 ქულის სხვაობით ჩამორჩება.
მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნი“ იმ იშვიათ კლუბთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ე.წ. ტრიპლეტის მოგება შეუძლია. საამისოდ „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგასთან ერთად გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.