„ბასკონიამ“ ვიტორია-გასტიესში „ანდორას“ უმასპინძლა და 13 ქულის სხვაობითთ 88:75 დაამარცხა. ანდორელთა რიგებში კვლავ ვერ თამაშობს ტრავმირებული ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხის რეაბილიტაცია ძალიან გაეწელა.
თორნიკე შენგელია სათადარიგო იყო და 18 ნათამაშებ წუთში ბასკონიელებს 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიაშველა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თანაგუნდელ ილიმანე დიოპს (24) ჩამორჩა.
„სასკი ბასკონიას“ 19 მოგება და 7 მარცხი აქვს, მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში, 12 აპრილს, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონ „ვალენსიას“ ესტუმრება.
აქვე შეგახსენებთ, რომ შენგელიას გუნდი ევროლიგაზე მეოთხედფინალურ პლეი-ოფში თურქულ „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება.