„ჰიუნდაელებმა“ ტურნირის სადებიუტო სეზონშივე მოახერხეს ჩემპიონობის მოპოვება, რაც როგორც ამ კლუბის, ისე - მთლიანად ქართული კალათბურთის უდიდესი წარმატებაა.
„ჰიუნდაისთან“ ერთად ბალტიის ლიგაში, რომელშიც მონაწილეობა 25-მა გუნდმა მიიღო, მეორე ქართული კლუბი „აკადემია“ გამოდიოდა, თუმცა იგი პლეი-ოფში ვერ გავიდა და საბოლოოდ, მე-11 ადგილს დასჯერდა.
ბალტიის ლიგაში ლიტვურ, ლატვიურ და ესტონურ კლუბებთან ერთად ფინური, შვედური, იტალიური, რუსული და ბელარუსული წამყვანი კლუბებიც ასპარეზობენ.