ხოჭოლავამ სტუმრად გამართულ მატჩში 78-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა.
„ხოჭოლავამ ‘ვერესთან’ მატჩში კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი მაღალი კლასის დემონსტრირება. საჰაერო ორთაბრძოლისას დავითისთვის თავზე მოგება ადვილი საქმე არაა, მითუმეტეს, ქართველი შესანიშნავად არჩევს პოზიციას. არ დაგავიწყდეთ, რომ ხოჭოლავამ შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა მატჩის ბედი,“ – წერს პრესტიჟული უკრაინული გამოცემა Футбол 24.
დონეცკის „შახტარი“ 63 ქულით უკრაინის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლესი მდევარი კიევის „დინიმო“ კი მას 6 ქულით ჩამორჩება.