ქართველმა სეკიტორიმ ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში მორიგ გამარჯვებას აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტოკუშორიუსთან მიაღწია და კვლავაც ლიდერთა შორის რჩება. ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკაკეიშო იქნება, რომელსაც გორგაძე კარიერის განმავლობაში ერთადერთხელ შეხვდა და დამარცხდა.
რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში 6 მოგება 5 მარცხი დაუგროვდა გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ტოკიოში მე-3 განთესვით ირჯება, მე-8 ნომერ ამინიშიკისთან წააგო, შემდეგ ორთაბრძოლაში კი დოჰიოზე მის პირისპირ მონღოლი მეტოქე სეირო (მე-8) დადგება.