სერხიო რამოსი, რომელიც „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას მიღებული ყვითელი ბარათების გამო ტოვებდა, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნაზე იჯდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ სამი გოლი გაუტანა მის გუნდს, რამოსმა სათადარიგო სკამთან ახლოს, გვირაბის შესასვლელთან გადაინაცვლა, მატჩის ბოლო წუთზე კი ტურინელთა თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან შელაპარაკებაც მოუხდა.
UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. თუ სერხიო რამოსი დაისჯება, მაშინ „სამეფო კლუბს“ ნახევარფინალში მის გარეშე მოუწევს ორი თამაშის ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზეზის გამო UEFA-მ დისკვალიფიკაცია წარსულში შაბი ალონსოს მიუსაჯა.