შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა და განთესვის წესი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, ოთხი კლუბი პირდაპირი კენჭისყრით დააწყვილეს.
კენჭისყრაზე, რომელსაც UEFA-ს ჩინოსანი ჯორჯო მარკეტი და კიევში გასამართი ფინალის ელჩი ანდრეი შევჩენკო უძღვებოდნენ, შემდეგი ნახევარფინალური წყვილები შედგა:
ბაიერნი - რეალი
ლივერპული - რომა
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები 24 და 25 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 1-ელ და 2 მაისს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, იგი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 26 მაისს შედგება.