weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შანხაის გრან-პრი დანიელ რიკარდომ მოიგო

11:35 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

შანხაიში გამართული ჩინეთის დიდი პრიზის რბოლა „რედ ბულის“ პილოტ დანიელ რიკარდოს ტრიუმფით დასრულდა. ავსტრალიელმა მრბოლმა გამარჯვება ბრძოლით, რამდენიმე შესანიშნავი გასწრების წყალობით მოიპოვა.

რიკარდოს შანხაიმდე ბოლოს რბოლა ბაქოში ჰქონდა მოგებული, სადაც ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ორ კვირაში გაიმართება.

ავსტრალიელმა პილოტმა რბოლა სასტარტო მეექვსე პოზიციიდან მოიგო, თუმცა წინა დღეს დარწმუნებული არ იყო, რომ კვალიფიკაციაში ასპარეზობას შეძლებდა. მესამე ვარჯიშზე მისი ავტომობილის ძრავა „დაიწვა“ და მექანიკოსებმა ძლივს მოასწრეს მისი გამოცვლა, ლიდერებისგან განსხვავებით, დანიელ რიკარდომ უფრო რბილი და ახალი საბურავებით შემოსილი ავტომობილით გასწრებების შემდეგ გაიმარჯვა.

სამი ეტაპის შედეგების მიხედვით, პირად ჩათვლაში მას მეოთხე ადგილი უკავია და ბოტასს სამი ქულით ჩამორჩება.

ჩინეთის დიდი პრიზი

შანხაის საერთაშორიოს ავტოდრომი (56 წრე)

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 1:35:36.380

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 8.894

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 9.637

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 16.985

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 20.436

ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 21.052

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 30.639

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 35.286

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 35.763

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 39.594

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 44.050

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 44.725

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 49.373

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 55.490

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 58.241

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 1:02.604

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1:05.296

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1:06.330

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 1:22.575

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 5 წრე

უსწრაფესი წრე:

დანიელ რიკიარდო - 1:35.785 (55 წრე, 204.871 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 54 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 45
  3. ვალტერი ბოტასი - 40
  4. დანიელ რიკიარდო - 37
  5. კიმი რაიკონენი - 30
  6. 6. ფერნანდო ალონსო - 22
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 22
  8. მაქს ფერსტაპენი - 18
  9. პიერ გასლი - 12
  10. კევინ მაგნუსენი - 11
  11. სტოფელ ვანდოორნი - 6
  12. კარლოს საინსი - 3
  13. მარკუს ერიკსონი - 2
  14. ესტებან ოკონი - 1

2018 წლის კონსტრუქტორთა თასი:

  1. მერსედესი - 85 ქულა
  2. ფერარი - 84
  3. რედ ბული - 55
  4. მაკლარენი - 28
  5. რენო - 25
  6. ტორო როსო - 12
  7. ჰაასი - 11
  8. ზაუბერი - 2
  9. ფორს ინდია - 1
  10. უილიამსი - 0
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]