weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველმა სამბისტებმა პრაღაში 18 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს

16:15 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს. პრაღაში გამართულ ევროპირველობაზე საპრიზო სამეულები ვაჟთა და გოგონათა ორ-ორ ასაკობრივ ჯგუფებში შეივსო.

ქართველებმა ტრდიციისამებრ გამორჩეულად ვაჟთა ევროკონკურენციაში იმარჯვეს. ახალგაზრდებმა ჩემპიონატი სამ-სამი ოქროსა და ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედლით ჩაამთავრეს. ჭაბუკთა ანგარიშზე კი სამი ოქრო და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაოა.

ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან ევროპის ჩემპიონები გახდნენ: საბა გრიგალაშვილი (62 კგ), გაგა ბახტიძე (68 კგ) და ზვიად თევდორაშვილი (74 კგ). გიორგი ჭუმბურიძესა (52 კგ) და ნიკა სიდამონიძეს (90 კგ) მიზნამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. გოგა ვარდოსანიძემ (57 კგ), ლაშა მათიაშვილმა (82 კგ) და სოგრატ სვანაძემ (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ჭაბუკებში ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ნიკა კოჩალიძე (52 კგ), ალექსანდრე ხუბულური (81 კგ) და გოჩა ღვაჩლიანი (87 კგ). ავთო მუკბანიანი (60 კგ) და ერეკლე ოძელაშვილი (70 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი მეხრიშვილი (48 კგ) და ელიზბარ თურქია (56 კგ) – ბრინჯაოებს.

გოგონებში ახალგაზრდებს შორის ელისო სისაური (68 კგ) ფინალამდე მივიდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მარიამ ცერცვაძე (+80 კგ) - ბრინჯაოს. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში კი საპრიზო სამეულში მხოლოდ ერთი ქართველი შევიდა – თინათინ რევაზიშვილმა (60 კგ) მეორე ადგილი დაიკავა.

გუნდური შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს როგორც ჭაბუკთა, ისე ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]