აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 12 აპრილს მიიღო. რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეროვნულ მუზეუმთან ერთად განახორციელებს, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 2002 წლის 3 მაისის ბრძანებულებით სსიპ „საქართველოს სპორტული დიდების მუზეუმი“ შეიქმნა. 2010 წლის სექტემბერში მუზეუმი ლიკვიდირებულ იქნა, თუმცა სამი თვის შემდეგ კვლავ იქნა აღდგენილი და „ქართული სპორტის მუზეუმი“ ეწოდა. 2014 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ სპორტის მუზეუმის იგივე სახელწოდებით ხელახლა დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.