weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პსვ ეინდჰოვენი“ ჰოლანდიის ჩემპიონია

22:52 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

გერმანიის, ინგლისისა და საფრანგეთის მსგავსად, საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებული ჰოლანდიაშიც ნაადრევად გაირკვა. 2017-2018 წლების ერედივიზიის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა „პსვ ეინდჰოვენმა“ იზეიმა, რომელმაც უკანასკნელ შეხვედრაში უახლოეს მდევარ ამსტერდამის „აიაქსს“ 3:0 სძლია.

„აიაქსის“ დამარცხებით ეინდჰოვენელებს 80 ქულა დაუგროვდათ, ამსტერდამულ კლუბს კი 70 დარჩა, შესაბამისად, დარჩენილი სამი ტური ჩემპიონის გამოსავლენად საჭირო აღარ იქნება.

ფილიპ კოკუს გაწვრთნილი კლუბი ჰოლანდიის ჩემპიონი 24-ედ გახდა. შედარებისთვის, ჰოლანდიური ე.წ. დიდი სამეულის (De Grote Drie) დანარჩენ ორ კლუბს - ამსტერდამის „აიაქსსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს“, ქვეყნის ჩემპიონობა შესაბამისად, 33-ჯერ და 15-ჯერ აქვთ მოპოვებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]