„აიაქსის“ დამარცხებით ეინდჰოვენელებს 80 ქულა დაუგროვდათ, ამსტერდამულ კლუბს კი 70 დარჩა, შესაბამისად, დარჩენილი სამი ტური ჩემპიონის გამოსავლენად საჭირო აღარ იქნება.
ფილიპ კოკუს გაწვრთნილი კლუბი ჰოლანდიის ჩემპიონი 24-ედ გახდა. შედარებისთვის, ჰოლანდიური ე.წ. დიდი სამეულის (De Grote Drie) დანარჩენ ორ კლუბს - ამსტერდამის „აიაქსსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს“, ქვეყნის ჩემპიონობა შესაბამისად, 33-ჯერ და 15-ჯერ აქვთ მოპოვებული.