weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე დამაჯერებელი სტარტი აიღეს

11:57 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში პირველი მატჩი თურქეთთან ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში მინდინარე ტურნირის საწყის დღეს ქართველი ჰოკეისტები თურქეთს გაეჯიბრნენ და მართალია, შაიბა პირველებმა გაუშვეს, მოგება არ გასჭირვებიათ – 6:2. საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი ალექსანდერ ვასილჩენკომ (2), ოლივერ ობოლგოგიანმა (2), ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა და ივან შვეცოვმა გამოიჩინეს.

საქართველო კეიპ ტაუნში კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს: 17 აპრილს – უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ბულგარეთთან, 19-ში – ჰონ კონგთან, 20-ში – სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო 22-ში – ტაივანთან.

აქვე გეტყვით, რომ აფრიკული გათამაშების გამარჯვებული მსოფლიო პირველობის II დივიზიონში თამაშის უფლებას  მოიპოვებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]