უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ თელავური გუნდის რიგებიდან გოლები ახალწვეულებმა, გურამ ლუკავამ (75-ე წუთზე) და ირაკლი რუხაძემ (85-ე წუთზე პენალტით) გაიტანეს.
გიორგი დეკანოსიძის გუნდმა ზუგდიდელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
21. სანიკიძე 13. მურველაშვილი 3. თოლორდავა 5. ბერიაშვილი 4. მარაქველიძე 8. კუკუჯანაშვილი (99. ნიქაბაძე 67) 17. ლენა (11. გალახვარიძე 86) 77. რუხაძე 28. მარსელო 33. ხარებაშვილი (6. ნოზაძე 79) 12. ლუკავა.
გაფრთხილება: ნოზაძე (80), ლენა (83).
საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპზე „თელავის“ მეტოქე ხვალ, „რუსთავის“ დუბლებსა და ვანის „სულორს“ შორის მატჩში გაირკვევა.