weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ფავორიტი ბულგარეთიც დაამარცხა

10:47 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის მე-2 ტურში ქართველ ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის მთავარ ფავორიტ ბულგარეთს არაფერი დაუთმო, 5:3 სძლია და შეჯიბრის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლის შესრულება არტიომ კოზულინმა და ალექსანდერ ვასილჩენკომ მოახერხეს, 1 შაიბა კი არტიომ კურბატოვმა შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა წინა დღეს თურქეთს 6:2 მოუგეს, ამრიგად ისინი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონიდან II-ში მხოლოდ ერთი, საუკეთესო გუნდი გადავა, ქართველ ჰოკეისტებს კი აფრიკაში კიდევ 3 მატჩი აქვთ ჩასატარებელი: 19 აპრილს – ჰონ კონგთან, 20-ში – სამხრეთ აფრიკასთან და 22-ში – ტაივანთან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]