weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეალი-იუვენტუსის მატჩის არბიტრს პოლიცია იცავს

17:04 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ საფეხბურთო მსაჯ მაიკლ ოლივერსა და მის ოჯახს დაცვა დაუნიშნა. როგორც ცნობილია, FIFA-ს კატეგორიის ინგლისელი არბიტრი მადრიდის „რეალისა“ და „იუვენტუსის” მატჩში მიღებული სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ სიკვდილის მუქარის წერილებს იღებს.

გასულ კვირას მადრიდში გამართული მატჩის შემდეგ ინგლისელი მსაჯისა და მისი მეუღლის პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნდა და მათი მისამართით მუქარა არ წყდება.

ბრიტანეთის პოლიციამ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გამოძიების პარალელურად, ოლივერების ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ოლივერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამებზე ტურინელთა კარში საკამათო პენალტი დანიშნა და მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა, რითაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ორი გუნდის დაპირისპირების ბედი - „რეალმა“ გატანილი თერთმეტმეტრიანით ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, ტურინელები კი გათამაშებას გამოეთიშნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]