weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

FIFA-ს პრეზიდენტი რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებით კმაყოფილია

13:35 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეხვდა. ინფანტინომ ივლისში გასამართი კონფედერაციათა თასისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთის მზადების პროცესით კმაყოფილება გამოთქვა.

შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყველა ღონეს იხმარს, რათა ორივე საფეხბურთო ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და უზრუნველყოს მაყურებელთა კომფორტი და უსაფრთხოება.

რაც შეეხება ჯანი ინფანტინოს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შვეიცარიელმა პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა მოსამზადებელი სამუშაოებით.

„თუ აქამდე ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგებს. როგორც FIFA-ს პრეზიდენტი, მაგრამ უფრო მეტად როგორც ფეხბურთის რიგითი ქომაგი, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს ვიწვევ, ჩამოვიდნენ რუსეთში კონფედერაციათა თასზე და გაისად მსოფლიო ჩემპიონატზე და აღმოაჩინონ გასაოცარი ქვეყანა.“ - აღნიშნა ჯანი ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს მინი-ტურნირი კონფედერაციათა თასი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციას უწოდებენ,  რუსეთის ოთხი ქალაქის სტადიონებზე 17 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას რვა ეროვნული ნაკრები - რუსეთი (მასპინძელი), გერმანია (მსოფლიოს ჩემპიონი), პორტუგალია (ევროპის ჩემპიონი), ჩილე (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი), მექსიკა (ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონი), კამერუნი (აფრიკის ჩემპიონი), ავსტრალია (აზიის ჩემპიონი) და ახალი ზელანდია (ოკეანეთის ჩემპიონი) მიიღებენ. მომავალი წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი უკვე მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]