weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ქვილითაიამ ბოლო 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა

10:50 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია ავსტრიაში შედეგიან გამოსვლას აგრძელებს. ვენის „რაპიდის“ ცენტრფორვარდმა კლუბის მაისურით ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

ავსტრიის თასის ნახევარფინალში „რაპიდი“ გრაცის „შტურმთან“ გასვლაზე 2:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი 53-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და 84-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა, რითაც ანგარიში 2:2 გახადა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

წინა გოლი 27 წლის თავდამსხმელმა ავსტრიის ჩემპიონატში, ვენურ დერბიში „აუსტრიას“ გაუტანა, როდესაც მატჩის მიწურულს ასევე შეცვლაზე შევიდა და ერთ წუთში საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]