ხორხე მესის სასჯელი 15 თვემდე შემცირდა, რადგან ლეო მესის მამა გადასახადების გარკვეულ ნაწილს იხდიდა.
ფეხბურთელმა კი გასულ წელს სასამართლოზე განაცხადა, რომ მას მხოლოდ ფეხბურთი აინტერესებდა და ფინანსურ საკითხებში ჩახედული საერთოდ არ იყო, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ ესპანური კანონმდებლობით 2 წლამდე პატიმრობაში მყოფი ადამიანი სასჯელს ციხეში არ იხდის, შესაბამისად მესი და მამამისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოათავსეს. ფეხბურთელს ჯარიმის სახით ასევე მოუწევს 2.1 მილიონი ევროს გადახდა.