weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვლადიმერ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

15:35 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

7 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს სენტ-კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე კი ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

ამ ეტაპზე „ჯვაროსნების“ რიგებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 3 მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატიდანაა:

მეკარეები: გიორგი ლორია („კრილია სოვეტოვი“, რუსეთი), გიორგი მაკარიძე („მორეირენსე“, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის „ტორპედო“).

მცველები: ოთარ კაკაბაძე („ესბიერგი“, დანია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის „ლოკომოტივი“, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე („ურალი“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“, ლატვია), ლაშა დვალი („ირტიში“, ყაზახეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („სტად დე რეიმსი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი („დიოშდიორი“, უნგრეთი), ვაკო გვილია („ბ.ა.ტ.ე.“, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის „სპარტაკი“, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („ლეგია“, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის „ვისლა“, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის „დინამო“).

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკა კაჭარავა („ეთნიკოსი“, კვიპროსი), ელგუჯა ლობჟანიძე („ორენბურგი“, რუსეთი), გიორგი არაბიძე (დონეცკის „შახტარი“, უკრაინა), ბაჩანა არაბული (თბილისის „დინამო“).

ვლადიმირ ვაისმა ის 7 ფეხბურთელიც დაასახელა, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ჯაბა ჯიღაური („ვარდარი“, მაკედონია), დავით სხირტლაძე („სილკებორგი“, დანია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის „ლოკომოტივი“), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“), გიორგი ქიმაძე (ქუთაისის „ტორპედო“), თეიმურაზ შონია (ბათუმის „დინამო“), საბა ლობჟანიძე (თბილისის „დინამო“).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 2 ივნისიდან შეიკრიბება. ის ფეხბურთელები, რომლებსაც შეკრების დაწყების დროს საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, „ჯვაროსნებს“ მოგვიანებით შეუერთდებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]