weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება“ - იან ანდერსონი

10:51 შაბათი, 21 აპრილი 2018

შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, იან ანდერსონის თქმით, ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ის შვედი ფეხბურთელები, რომელთაც საერთაშორისო ასპარეზზე თამაში აღარ ისურვეს, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში არ იქნებიან.

„საფრანგეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზლატანმა და რამდენიმე ფეხბურთელმა თქვეს, რომ ნაკრებში თამაში არ სურთ. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა სერიოზულად ვერ აღვიქვამ იმას, რასაც პრესა წერს და თავად ზლატანი ამბობს. მე მხოლოდ იმას ვეყრდნობი, რაც ჩვენს შორის ითქვა. დიალოგი გვქონდა და მან ამიხსნა რა სურდა, მეც დავეთანხმე. იბრაჰიმოვიჩი არ დამკავშირებია მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე და ტურნირის მსვლელობისას ის ნაკრების გეგმაში არ შედის. იგივე ეხება იმ მოთამაშეებს, რომლებმაც მანამდე ნაკრებში თამაში იუარეს“, - აცხადებს იან ანდერსონი.

შვედების თავკაცმა აღნიშნული განცხადებით იბრაჰიმოვიჩს უპასუხა, რომელმაც ბოლო პერიოდში მიცემულ რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად წავა. უკანასკნელად ამის შესახებ ფეხბურთელმა ჯიმი კიმელის შოუში ისაუბრა.

მას შემდეგ, რაც შვედეთის ნაკრებმა რუსეთში გასამართი მსოფლიო პირველობის საგზური იტალიის დამარცხებით სენსაციურად მოიპოვა, უმალ გაჟღერდა ინფორმაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე. 36 წლის ფეხბურთელი ამჟამად ლოს ანჯელესის „გალაქსის“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიურ-ხორვატული ფესვების მქონე ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: მის პირად ანგარიშზე 2001-2016 წლებში გამართულ 116 მატჩში გატანილი 62 გოლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]