აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აფრიკელებს კარში დარტყმებში აშკარად აჯობა - 52:29, თუმცა ეს უპირატესობა შედეგში ვერ ასახა.
ქართველები ოლივერ ობოლგოგიანის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ პირველივე პერიოდში წინ გავიდა, მეორეში ანგარიში ისევ ობოლგოგიანმა გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა ბოლო 8 წუთში 2-ჯერ იხეირეს და ნანატრი გამარჯვება იზეიმეს.
კარგი ისაა, რომ მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები კლავაც საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ქართველები შეჯიბრის დასკვნით მატჩს 22 აპრილს ტაივანთან გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო პირველობის II დივიზიონის საგზურს მოიპოვებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ფრეც ეყოფა, თუკი თურქეთისა და ბულგარეთის შეხვედრაც ყაიმით დასრულდა.