პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა: თელაველები 22-ე წუთზე პენალტით დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე გოლი გაუშვეს, გამარჯვების გოლი კი საფინალო სასტვენამდე მცირე ხნით ადრე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.
ამ მომენტისთვის ლიგა 2-ში „თელავს“ 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა.
მორიგ მატჩს გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი გუნდი 26 აპრილს შინ გამართავს და გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო