მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონ „ვანდა მეტროპილოტანოზე“ გამართულ ფინალურ მატჩში ანგარიში ლუის სუარესმა ფილიპე კოუტინიოს გადაცემით გახსნა, შემდეგ ჟორდი ალბას ქუსლური პასიდან ლეო მესიმ გაისწორა მიზანი, ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი სუარესმა სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანდრეს ინიესტამ მეოთხე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ფილიპე კოუტინიომ პენალტით დააფიქსირა.
კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის სამეფო თასი ზედიზედ მეოთხედ, სულ კი ოცდამეათედ მოიგო, რაც ამ ტურნირის რეკორდია.