weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის საგზური მოიპოვეს

13:19 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს II დივიზიონის თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ ტაუნში გამართულ ტურნირზე ხუთიდან 4 მატჩი მოიგეს და ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმეს.

უკანასკნელი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ტაივანს დიდი ანგარიშთ 11:2 სძლია. შეხვედრაში გამორჩეული ამჯერადაც ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი გახლდათ, რომელმაც 4 შაიბა გაიტანა, სემიონ ხარიზოვის ანგარიშზე ჰეთ-თრიქია, თითოჯერ კი თავი არტიომ კურბატოვმა, ალექსანდერ ვასილჩენკომ, ივან შვეცოვმა და მიხაილ შალუნოვმა გამოიჩინეს.

საინტერესოა, რომ ჟუჟუნაშვილს ტურნირზე 10 გოლი და 9 შედეგიანი პასი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა არავის დაუთმო. 8 გოლი და 6 პასი კი ოლივერ ობოლგოგიანის აქტივშია, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ცნობილია ისიც, რომ გაისად მსოფლიო პირველობის II დივიზიონის B ჯგუფში საქართველო ლუქსემბურგს ჩაანაცვლებს. ეს უკანასკნელი ბოლო ადგილზე ესპანეთთან, ახალ ზელანდიასთან, ისრაელთან, ჩრდილოეთ კორეასთან და მექსიკასთან ჭიდილში გავიდა და III დივიზიონში დაქვეითდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]