weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლივერპული - რომა: წინასამატჩო ინფორმაცია

10:57 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

დღეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ნახევარფინალური მატჩია. „ლივერპული“ „რომას“ უმასპინძლებს. ბევრისთვის მოულოდნელი წყვილის დაპირისპირებაში ჩემპიონთა თასის 1984 წლის ფინალის გამეორება შედგება.

საინტერესოა, მოჰამედ სალაჰის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში - შეძლებენ თუ არა, რომაელები შეუჩერებელი ეგვიპტელის შეჩერებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე გათამაშებაში იურგენ კლოპის გუნდს არც შინ წაუგია და არც სტუმრად.

დღევანდელ მატჩში „ლივერპულს“ ადამ ლალანა, ჟოელ მატიპი და ემრე ჯანი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრების დანაკლისი შედარებით მსუბუქია – რიკ კარსდორპი და გრეგუარ დეფრელი ისედაც არ განიხილებიან „რომას“ ძირითადი შემადგენლობის წევრებად.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“ (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

„რომა“ (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; დე როსი, სტროოტმანი, ნაინგოლანი; პეროტი, ჯეკო, ჯენგიზ იუნდერი.

„ლივერპულისთვის“ ეს მეათე ნახევაფინალი იქნება, ხოლო 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ - პირველი.

„რომას“ კი ამავე ეტაპზე აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. ეს ხსენებულ 1984 წელს მოხდა, როდესაც ფინალში გასვლა მოახერხა.

ურთიერთშეხვედრები:

ევროტურნირებზე „ლივერპულისა“ და „რომას“ გზები აქამდე 5-ჯერ გადაკვეთილა, ამათგან ჩემპიონთა თასისთვის ბრძლაში - ორჯერ. ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა, 1984 წლის ჩემპიონთა თასის ფინალია. მაშინ, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: მე-14 წუთზე ფილ ნილმა გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს რობერტო პრუცომ გაათანაბრა. იმ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „მერსისაიდელებმა“ აჯობეს მასპინძლებს. რომაელთაგან პენალტები გუნდის ლიდერებმა, ბრუნო კონტიმ და ფრანჩესკო გრაციანიმ ვერ გაიტანეს.

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე დაპირისპირება კი 2001-2002 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც გუნდები გზა ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. რომში გოლი არ გასულა, ხოლო ინგლისში მასპინძლებმა იარი ლიტმანენისა და ემილ ჰესკის გოლებით მოიგეს. იმ წელს „ლივერპული“ მეოთხედფინალამდე გავიდა, ხოლო „რომა“ ჯგუფში ჩარჩა.

დღევანდელ მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]