weather cur horoscope tv
ნოემბერი 20, 2019

გურჯაანის „ალაზანმა“ გორის „ლეგიონი“ დაამარცხა და გალიდერდა

11:25 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018 hits 2009
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ მე-3 ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და პრინციპულ შეხვედრაში გორის „ლეგიონს“ მინიმალური სხვაობით სძლია.

გურჯაანელთა რიგებში დუბლი შეასრულა ალეკო კობახიძემ, რომელმაც გოლები ორივე ტაიმის დასაწყისში გაიტანა. სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე რამდნეიმე წუთით ადრე სხვაობა შეამცირეს.

ამ გამარჯვებით „ალაზანს“ სამი მატჩიდან სამი მოგება აქვს, შესაბამისად 9 ქულა დაუგროვდა და ათგუნდიანი გათამაშების სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მორიგ მატჩს გურჯაანის გუნდი 1-ელ მაისს სტუმრად „გაგრას“ დუბლებთან გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]