გურჯაანელთა რიგებში დუბლი შეასრულა ალეკო კობახიძემ, რომელმაც გოლები ორივე ტაიმის დასაწყისში გაიტანა. სტუმრებმა მატჩის დასრულებამდე რამდნეიმე წუთით ადრე სხვაობა შეამცირეს.
ამ გამარჯვებით „ალაზანს“ სამი მატჩიდან სამი მოგება აქვს, შესაბამისად 9 ქულა დაუგროვდა და ათგუნდიანი გათამაშების სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.
მორიგ მატჩს გურჯაანის გუნდი 1-ელ მაისს სტუმრად „გაგრას“ დუბლებთან გამართავს.