შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, ვინც ამის გაკეთება მოახერხა, ხოლო უშუალოდ მატჩში მის გარდა მხოლოდ იან ვესელიმ უწია ორმაგ დუბლს (17 ქულა, 10 მოხსნა). რაც შეეხება „ბასკონიას” ქართველ კაპიტანს, 26 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. მან ასევე 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიცენტმა 15 შეადგინა.
„ბასკონია“ ახლა უკვე 1:2 მარცხდება სერიაში, ხოლო მეოთხე მატჩი ისევ ვიტორიაში გაიმართება. თამაში 26 აპრილს ჩატარდება.