weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კრისტიანო რონალდოს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება

13:27 პარასკევი, 26 მაისი 2017

ესპანეთის საგადასახადო სამსახური სპორტსმენების ფინანსური საქმიანობის კვლევას განაგრძობს. ამჯერად ფინანსური სქემების გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდებაში მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ ლიდერ კრისტიანო რონალდოს ადანაშაულებენ.

პრესტიჟული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ესპანეთის ფინანსთა სამინისტრომ „რეალის“ ფორვარდის მიმართ საგადასახადო სამსახურის ბრალდებას მხარი დაუჭირა. მათი მონაცემებით, პორტუგალიელი ვარსკვლავი 2011 წლიდან მოყოლებული საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად დიდი ოდენობით თანხას უმალავდა, რის საფუძველზეც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

თუკი რონალდოს ბრალი დაუმტკიცდება, სასჯელად 5-წლიან პატიმრობას შეუფარდებენ, თუმცა ფინანსთა სამინისტრო შემამსუბუქებელ გარემოებებზეც საუბრობს - ასეთად, თავად ფეხბურთელის აღიარება და დაფარული თანხის სრულად გადახდა სახელდება. ამ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება 15 თვემდე შემცირდეს და ფეხბურთელიც პატიმრობას გადაურჩება, რადგან ესპანური კანონმდებლობით, ორ წლამდე პატიმრობამისჯილნი სასჯელს ციხეში არ იხდიან.

ფეხბურთელის განცხადებით, აღნიშნული ბრალდებით გაოცებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით სხვა კომენტარისგან თავს იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]