მატჩში ანგარიში თელაველთა მთავარმა მეგოლემ, გიორგი ნიქაბაძემ 34-ე წუთზე გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა გაათანაბრეს, საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს.
8 განვლილი ტურის შემდეგ „თელავს“ 11 ქულით ათგუნდიან გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია. მორიგ, მე-9 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 30 აპრილს სტუმრად „ცხინვალთან“ გამართავს.