„ბასკონიამ“ ორი დღის წინ სერიის მესამე მატჩი მოიგო და სხვაობა შეამცირა, მეოთხე შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ 83:92 დამარცხდა.
სტამბოლურმა კლუბმა პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 16 ქულიანი უპირატესობით გავიდა. რა გასაკვირია, რომ თურქულმა კლუბმა მოპოვებული ფორა აღარ გაანიავა და ერთადერთი, რაც ვიტორიელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირებაღა გახლდათ . ამრიგად, „ფენერბაჰჩემ“ სერია 3:1 მოიგო და ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც ბუნებრივია ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.
თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე 26 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გაახერხა. შენგელიამ 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა.