სარბოლო კვირა დღე ლეგენდების კლასმა გახსნა. არჩილ ბიძინაშვილმა სტარტზევე შეძლო დაწინაურება და პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე გაიარა მთელი დისტანცია და პირველი წრის ბოლოს უკვე ლიდერი იყო.
ფორმულა ალფას რბოლის დასაწყისში დავით რამიშვილი დაწინაურდა, თუმცა საბურავების პრობლემების გამო, ლიდერობის შენარჩუნება ვერ შეძლო. პირველივე წრეზე პელოტონს სათავეში სანდრო თავართქილაძე მოექცა, რომელსაც კვალში თანაგუნდელი ირაკლი ჩხეიძე ჩაუდგა. რამდენიმე წრე, მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო, თუმცა თავართქილაძეს შუა რბოლისას ძრავის ელექტრონიკამ უმტყუნა და ამის გამო რამდენიმე პოზიცია დათმო. ჩხეიძეს გამარჯვება არ გასჭირვებია, რამიშვილმა და დავით ბაგრატიონმა შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ ამ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა ესპანელმა ხაიმე აბრისკეტამ. მართალია მან ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთა, მაგრამ მინიმალური ვარჯიშით შეძლო სრული რბოლის ჩატარება. და რაც მთავარია, გამარჯვებულის წრეში დარჩა.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-2 ეტაპი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 29.04.2018
ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე
არჩილ ბიძინაშვილი 19:19.836
სანდრო ცხადაძე +3.159
შოთა აფხაზავა 6.117
ალექსეი ხაიროვი 6.625
ჯანქათ ჰურმოღლუ 8.921
რეზო ბიწაძე 25.422
ვლადიმერ თაბაგარი 25.538
კონსტანტინე კოლიაშვილი 3 წრე
დათა ქაჯაია 9 წრე
ფორმულა ალფა, 10 წრე
ირაკლი ჩხეიძე 17:38.447
დავით რამიშვილი +1.373
დავით ბაგრატიონი 33.069
სანდრო თავართქილაძე 44.212
შოთა აფხაზავა 55.432
ჯანქათ ჰურმოღლუ 56.324
ხაიმე აბრისკეტა 1:33.919