„ევროპის ჩემპიონატზე შედეგის მიუღწევლობას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის სპორტი და ყოველთვის შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ. აქედან გამომდინარე, ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულად აცნობიერებს რა აღნიშნულ სიტუაციას, ისიც და სამწვრთნელო შტაბიც, ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებენ სამწვრთნელო პროცესს“, - ამბობს ქევხიშვილი „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიპოვეს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს.