weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტოჩინოშინის ისტორიული წინსვლა განახლებულ რეიტინგში

10:21 სამშაბათი, 01 მაისი 2018

პროფესიული სუმოს განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ თავისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბოლო სუპერტურნირზე იგი დასავლეთის სეკივაკეს წოდებით ასპარეზობდა, ახლა კი ნახევარი საფეხურით დაწინაურდა და აღმოსავლეთის სეკივაკე გახდა.

ამგვარად, ტოჩინოშინს შანსი ეძლევა მომავალ სუპერტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში (დაახლოებით 10 მოგება და ღირსეული ორთაბრძოლები) რანგით მე-2 წოდებას – ოძეკის ტიტულს დაეუფლოს, რაც ქართული სუმოსთვის მორიგი ისტორიული შედეგი იქნება.

სასიხარულოა, რომ სოლიდური წინსვლა შეეხო გაგამარუს სახელით ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელმაც დაბალი რანგის დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-5 ნომრის ტიტული დასავლეთის მე-2 ნომერზე გაცვალა. ეს კი გაგამარუს შანსს აძლევს, რომ მომავალ შეჯიბრზე დამაჯერებელი გამოსვლის შემთხვევაში, ისევ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდეს.

აქვე გეტყვით, რომ მომავალი სუპერტურნირი (ნაცუ ბაშო) ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ 13-27 მაისს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]