პრესტიჟული გამოცემა Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, პირლოს გაცილების მატჩში შემადგენლობა ასეთი იქნება:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, კრისტიან აბიატი, მარკო სტორარი, დიდა.
მცველები: პაოლო მალდინი, მარკო მატერაცი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, ჩირო ფერარა, ფაბიო გროსო, ჯანლუკა ძამბროტა, კაფუ, მარეკ იანკულოვსკი, კახა კალაძე, შტეფან ლიხტშტაინერი, სერჟინიო, დარიო შიმიჩი.
ნახევარმცველები: დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, რობერტო ბარონიო, კრისტიან ბროკი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, მარკო ვერატი, მაურო კამორანეზი, დანიელე დე როსი, ჯენარო გატუზო, სიმონე პეროტა, ლეონარდო, ფრენკ ლამპარდი, რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი.
თავდამსხმელები: ალესანდრო დელ პიერო, ლუკა ტონი, ალბერტო ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი, ფრანჩესკო ტოტი.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელების სია საბოლოო არაა და ახლო მომავალში მისი რაოდენობა გაიზრდება.
ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გაცილების შეხვედრა 21 მაისს, მილანში, სტადიონ „სან სიროზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო და კახა კალაძე „მილანში“ თანაგუნდელები 9 წლის მანძილზე იყვნენ, რა პერიოდშიც მილანურმა გრანდმა სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ორი ჩემპიონთა ლიგა, ორი ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.