weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა იტალიაში 5 ოქროს მედალი მოიპოვეს

10:25 შაბათი, 27 მაისი 2017

26 მაისს იტალიის ქალაქ სასარიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე სოსო ჯაბიძის შეგირდებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), ბექა მამუკაშვილი (84 კგ), გიორგი ბარბაქაძე (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (66 კგ) დაეუფლა, მესამე საპრიზო ადგილი კი რამაზ სილაგავამ (55 კგ) დაიკავა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]