ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა „დინამოელებმა“ დამაჯერებლად მოიგეს რეგულარული ჩემპიონატი, საპლეი-ოფე სერიებში კი მშრალი ანგარიშით, 3:0 ჯერ „რუსთავს“ სძლიეს, შემდეგ კი - წინა სეზონის გამარჯვებულ „ქუთაისს“.
უკანასკნელი მატჩის პირველ პერიოდში თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, მეორე-მესამე მეოთხედებში კი თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მეორე პერიოდის შუაწელში „დინამომ“ 13-ქულიან უპირატესობას მაიღწია. მართალია, ქუთაისელებმა სხვაობა ხუთამდე შეამცირეს, მაგრამ დიდი შესვენების წინ, ილია ლონდარიძის ორქულიანის შემდეგ, სტუმრებმა კვლავ ათქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნეს. მესამე მეოთხედის მსვლელობისას თბილისელთა უპირატესობა 17-ქულიანიც კი გახდა (55:38), დასკვნითი პერიოდის წინ კი „დინამო“ 14 ქულას, 63:49 იგებდა აუღელვებლად მიიყვანა მატჩი მოგებამდე - 93:76 (21:19 , 24:16, 18:14, 30:27)
შეხვედრაში 19 ქულითა და 9 პასით ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ქუთაისის“ წევრმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი როგორც ნაკრებში, ისე კლუბში მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა შეასრულა.