მუხრანში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე თორნიკე დანაჭრელაშვილმა გაიტანა და გურჯაანულ კლუბს ლიდერობა განუმტკიცა.
ოთხი ტურის შემდეგ ცხრაგუნდიან გათამაშებაში „ალაზანი“ 12 ქულით პირველ ადგილზეა, რაც შეეხება მის უახლოეს კონკურენტებს, „ცხინვალის“ დუბლებსა და „დიდუბეს“, ისინი მე-4 ტურის შეხვედრებს დღეს და ხვალ გამართავენ.
გურჯაანის „ალაზანი“ მორიგ მატჩს 15 მაისს, საკუთარ მოედანზე „გლდანთან“ ჩაატარებს.