weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დუშელმა კარატისტმა გოგონებმა სტამბოლში სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

12:13 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაამრთულ შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 14 მედალი მოიპოვეს.

მწვრთნელ დავით მამნიაშვილის ხელმძღვანელობით, ოთხმა ახალგაზრდა კარატისტმა ჩემპიონატზე 4 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

რაფიელ შუშიაშვილმა ოქროსა (WKF Kumite) და ბრინჯაოს (Shobu Ippon) მედალი აიღო.

ანი პატრიშვილი ერთ ოქროს მედალს ასევე კუმიტეში დაეუფლა, მეორე კი Shobu Ippon-ში ერგო. გოგონა სპორტსმენმა ვერცხლის მედლები გუნდურ კუმიტესა და Shobu Sanbon-ში მოიპოვა.

კუმიტეში კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი ასევე გოგონა, ნინი ქადაგიშვილი გახდა, რომელმაც ამასთანავე სამი ვერცხლის მედალი აიღო: გუნდური კუმიტე, Shobu Ippon, Shobu Sanbon.

ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი კი ნათია სინჯარაძემ მოიპოვა, შესაბამისად, კუმიტესა და გუნდურ კუმიტეში და Shobu Sanbon-სა და Shobu Ippon-ში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]