weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2019

გორის „დილას“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

00:57 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018 hits 875

საფეხბურთო კლუბების, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას  ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. დამტვრეულ ნივთებს ერთმანეთს ესროდნენ. დაპირისპირების განმუხტვის მიზნით ინციდენტის ადგილზე სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება ამ დროისთვის განმუხტულია. შსს-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

დაპირისპირებამდე გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის თამაში 1:1 დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]