შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება ამ დროისთვის განმუხტულია. შსს-ს ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დაპირისპირებამდე გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის თამაში 1:1 დასრულდა.